Saturday, July 4, 2009

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თელავში


პორტფოლიო


პროექტის სახელი
: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თელავში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეების მიერ თელავის რაიონის თვალსაჩინო ადგილების მოძიება,მათი თავისებურებების მოკლე აღწერა და რეკლამირება სარეკლამო ბროშურის ან ბლოგის შექმნის მიზნით.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ თელავის რაიონში არსებულ ღირშესანიშნაობებს,მოაწყობენ იქ ექსკურსიას,აღწერენ მოკლედ იმ ადგილებს,თუ რამდენად მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და რა დადებითი მხარეები აქვს ამ რაიონს ტურისტული თვალსაზრისით და ასახავენ ფოტოზე ან ვიდეოზე.

მონაწილეთა ასაკი: მე-8,მე-10 კლასები.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება,პრეზენტაცია,დისკუსია,ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვება.შთაბეჭდილებების გაზიარება,ფოტოგამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები: შეექმნებათ შედარებით ნათელი წარმოდგენა თელავის რაიონზე,როგორც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელობის მქონე მხარეზე.შექმნიან ფოტოალბომს,ბლოგს მოძიებული მასალების მიხედვით.დაამზადებენ სარეკლამო ბროშურას.

სარგებელი სხვისთვის: გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას მსურველს თელავის რაიონში არსებული ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო თვალსაჩინოებების შესახებ და თუ რითია ჩვენი მხარე მიმზიდველი და საამაყო.

სამუშაო ენა: გერმანული

საგნებთა,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია:
გაეცნობან ამ ადგილების ისტორიულ წარსულს,შეადგენენ რუკებს.
გეოგრაფია:განსაზღვრავენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას.
ინფორმატიკა:შექმნიან ბლოგს,გამოიყენებენ ინტერნეტს.

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

პროექტის ფასილიკატორის სახელი:
ია ჩალათაშვილი

პროექტის ფასილიკატორის ელ.ფოსტა: ia.chalatashvili@gmail.com

პროექტის ფორუმი: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თელავში"

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iako007.blogspot.com